გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მოვითხვთ „ავერსმა“ არ დაგვაყენოს იმ ფაქტის წინაშე, რომ შენობა აჭედილია და ჩვენ აქ აღარ ვმუშაობთ“ - ინფექციული საავადმყოფოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს

16-01-2020

თბილისის ინფექციული საავადმყოფოს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ექიმებს შენობა დღეს ბარიკადებით შემოსაზღვრული დახვდათ.

როგორც ცნობილია, შენობა 2011 წლიდან „ავერსის“ კუთვნილებაა და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ექიმები დღეს სამსახურში არ შეუშვეს, მათივე განცხადებით, სწორედ ესაა.

პროტესტის ნიშნად მედიკოსებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

მათი თქმით, დილით სამსახურში მოსულებს ბარიკადები დახვდათ. ასევე, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მიმდებარე ტერიტორია კომპანია „ავერსს“ ეკუთვნის და ამ კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლები მიზანმიმართულად უშლიან ხელს საავადმყოფოს ფუნქციონირებას, რათა მათი კუთვნილი ტერიტორია დაიკავონ.

მედპერსონალი მიმართავს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს, ჩაერთონ ამ პროცესებში, რათა დროულად მოხდეს პრობლემის მოგვარება და ინფექციური საავადმყოფოსთვის ალტერნატიული შენობის დროულად გადაცემა.

„ჩვენ ორი მოთხოვნა გვაქვს. პირველი: მანამ, სანამ გვექნება ჩვენი შენობა მოგვცეს ამ ტერიტორიის მეპატრონემ საშაუალება, რომ ვმუშაოთ შეუფერხებლად, მივიღოთ პაციენტები და ნუ დაგვაყენებს იმ ფაქტის წინაშე, რომ შენობა აჭედილია და ჩვენ აქ აღარ ვმუშაობთ“, - განაცხადა ინფექციული საავადმყოფოს ერთ-ერთმა მედიკოსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930