16-01-2020
ბოლო ორ თვეში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის უფროსის მოადგილემ ისაუბრეს.
ცოფით ინფიცირებული ძაღლები დიღომში და ვაზისუბნის დასახლებაში აღმოაჩინეს, სპეციალისტები მოუწოდებენ ცხოველების მეპატრონეებს, შინაურ ცხოველებს ჩაუტარონ ვაქცინაცია, პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში შემდეგ, კი ყოველწლიურად.
„თუ გვყავს სახლში ოთხფეხა მეგობარი აუცილებლად უნდა ვიცოდეთ კანონი, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ თუ როდის ავცრათ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ განმეორებითი აცრები არის აუცილებელი და ყოველ წელს ცხოველები უნდა იყვნენ აცრილი.
ყველა ნებისმიერი თბილსისხლიანი არსება შეიძლება იყო ცოფის გადამტანი და მისი მატარებელი.
ბოლო ორი შემთხვევა თბილისში, რაც დაფიქსირდა, ორივე შემთხვევა იყო პატრონიან ცხოველებში. უნდა ვიცოდეთ რომ განსაკუთრებით რისკ ჯგუფს წარმოადგენს მონადირე ძაღლები“ , - განცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღავნელმა.