17-01-2020
ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, პროფესიონალი, მან ბოლო წლებში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გენერალური პროკურორის კანდიდატს, გარკვეული დროის შემდგომ უკვე, საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია. მე ვიცნობ მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც. ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ წარედგინა.