გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას პარლამენტამა მხარი დაუჭირა

17-01-2020

საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობას 75 ხმით მხარი დაუჭირა , ორი დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი არ ესწრებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ითხოვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბადრი ბასიშვილის ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ კენეჭისყრის საკითხი არ განხილულიყო ან გადადებულიყო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდოდნენ.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტი მოითხოვს, რომ აუცილებლად მოხდეს კენჭისყრა, წინაღმდეგ შემთხვევაში სხვა საკითხებს ვერ განიხილავენ.

„რაც შეეხება საკითხის გადადებას, პარლამენტის რეგლამენტი, პირდაპირ, იმპერატიულად ითხოვს, რომ დეპუტატის როგორც უფლებამოსილების ცნობის, ასევე მისი შეწყვეტის საკითხის განხილვა და კენჭისყრა აუცილებლად უნდა მოხდეს სესიის დაწყებისთანავე. სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია, ვიდრე ეს არ იქნება განხილული. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უპასუხისმგებლობის ზენიტია ის, რომ პარტიული სიით წარმოდგენილი კანდიდატის განხილვაზეც კი არ შემოდის, რომ ხმა მისცენ. მათი მიზანია, მოახდინონ პარლამენტის დისკრედიტაცია. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ შევასრულოთ ვალდებულებები, რაც არს გათვალისწინებული კანონმდებლობით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930