20-01-2020
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთავარი პროკურორის შერჩევის წესში ხარვეზებს ხედავს. დოლიძემ პროკურატურის წინ ბრიფინგს გამართა და საზოგადოებას გენერალური პროკურორის შერჩევის წესთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას აცნობს.
დოლიძის თქმით, კითხვის ნიშნებია საპროკურორო საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებითაც, რაც პროცესის გამჭვირვალობაზე უარყოფითად მოქმედებს.
„შევარდნაძის დროიდან, პროკურატურის შენობა აუღებელი ციხე-სიმაგრეა და სახელმწიფოს სუსტი წერტილიაა. ყველა ხელისუფლების დროს პროკურატურის მიერ დაკვეთის შესრულება მიღებული ფაქტია. შექმნეს საპროკურორო საბჭო ოცნების დროს და აქაც არაფერი შეცვლილა. საბჭოს საქმიანობა დახურულია და დახურულია სპეციალურად იმიტომ, რომ ის ფაქტობრივად, ხელისუფლების ინტერესებით იმართება. ბოლო პოლიტიკურ საქმეებს თუ შევხედავთ, ეს ცხადია.
მთავარი გმოსავალი არის ის, რომ ისე როგორც ეს არის ამერიკაში და ისე როგორც ჩვენთან იყო, როდესაც შეიქმნა საქართველო, როგორც დემოკრატუილი სახელმწიფო - პირველი რესპუბლიკის დროს პროკურორს ირჩევდა ხალხი. მთავარ პროკურორს ეს მიანიჭებს უდიდეს ძალაუფლებას. ეს სისტემა მუშაობდა ადრე და ეს არის მთავარი გამოსავალი“, - განაცხადა დოლიძემ.