გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ს რექტორის მიმართ სადისერტაციო პლაგიატი არ დადგინდა

21-01-2020

პროფესორი, დოქტორი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან ხუციშვილი, თსუ-ს რექტორის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რექტორის დისერტაციასთან დაკავშირებით ბოლო დროს გარკვეული კითხვები დაისვა, მაგრამ აკადემიური ნაშრომის პლაგიატად შეფასების საფუძველი არ არსებობს:

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის დისერტაციასთან დაკავშირებით ბოლო დროს გარკვეული კითხვები დაისვა. ვინაიდან, ვარ თსუ სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პირველივე დღიდან დავინტერესდი საკითხით. აღნიშნული დისერტაცია გატარდა turnitin-ის პროგრამაში. შედეგი შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა განვიხილეთ. პლაგიატი არ დადგინდა.

ოპონენტების ძირითადი პრეტენზია გამოითქვა საქართველოს პარლამენტის მიერ წლების წინ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც რექტორს ნაშრომში აქვს გამოყენებული. მართალია, აღნიშნული დოკუმენტი სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიაში არ არის ასახული, თუმცა, დისერტაციის ტექსტში არის მითითებული. შეიძლება ციტირების პრინციპზე ვიდაოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაშრომის გაფორმების წესი დღეს სხვაა და 15 წლის წინ, როცა დასახელებული დისერტაცია დაიწერა, სხვა იყო.

ერთიანობაში და შინაარსობრივად კი დისერტაციაში არა მარტო დადგენილებაა მითითებული, არამედ მისი მიღების თარიღი, წინაპირობა და ყველა იმ პირის სახელი და გვარი, რომლებიც რექტორთან ერთად ამ დადგენილებაზე მუშაობდნენ. შესაბამისად, დასახელებული არგუმენტი ვერ იქნება აკადემიური ნაშრომის პლაგიატად შეფასების საფუძველი“ - აცხადებს ქეთევან ხუციშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930