გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტს „სიონის მეგობართა ორგანიზაციის“ უმაღლესი ჯილდო გადასცეს

22-01-2020

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მეგობრობისათვის „სიონის მეგობართა ორგანიზაციის“ უმაღლესი ჯილდო გადასცეს.

ღონისძიება ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „სიონის მეგობრების“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს.

ორგანიზაციის ჯილდოები, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, მიღებული აქვთ აშშ-ის პრეზიდენტებს – ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს.

ღონიძიებაზე სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.

„საქართველოში ანტისემიტიზმის არარსებობა თავისთავად სიამაყის მიზეზი არ შეიძლება იყოს. ისევე, როგორც არ შეიძლება, იამაყო, რომ არ ხარ კრიმინალი ან ქურდი, მაგრამ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია, ვიამაყოთ სხვა რამით – ეს არის იმ კავშირების ხარისხი, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებობდა. მეტსაც ვიტყოდი, ეს არის კავშირი ქართველებს შორის, რადგან საქართველოში არასდროს იყო დაყოფა ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ საქართველოში ქრისტიანობა იდენტობის ნაწილი იყო მეოთხე საუკუნიდან. რელიგია არასდროს გვაცალკევებდა და გვყოფდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930