22-01-2020
„ეროვნული ფორუმის“ ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე ჟურნალ „სარკესთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გიჟია და ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავს.
ინტერვიუში, რომელიც ჟურნალის 2012 წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნდა, სანიკიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის მხარეს ადამიანი მხოლოდ გამორჩენის მიზნით შეიძლება იყოს.
„შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ როგორ შეიძლება ღირსეული ადამიანი ამ პარტიაში (ნაციონალური მოძრაობა - რედ.)“ იყოს ან სააკაშვილის მომხრე იყოს? კაცი უკვე ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავს. მისი მომხრე შეიძლება მხოლოდ გამორჩენის მიზნით იყო. ახლა უკვე ეს გამორჩენაც აღარ არის, ნაცმოძრაობას ხიბლი აღარ აქვს, ქონი აღარ გამოსდის. მითუმეტეს, მეორე მხარეს მყოფი „ქართული ოცნება“ ყველასთან გაასწორებს თამასუებს“-აცხადებდა გუბაზ სანიკიძე.
შეგახსენებთ, სანიკიძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ფიგურაა“ და მასთან შესახვედრად უკრაინაში ჩავიდა.