გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
რატომ თქვა უარი ნაცმოძრაობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე - ნუგზარ წიკლაურის აღიარება

23-01-2020

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აღიარებს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარული სისტემა იმიტომ არ გააუქმა, რომ მაჟორიტარები საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად ერთგვარ „მადანს“ წარმოადგენს.


ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არ გააუქმეთ მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლებაში ყოფნის დროს? - წიკლაური პასუხობს:


„პირდაპირ და გულახდილად გეტყვით, ყველა ხელისუფლებისათვის მაჟორიტარები ერთგვარ მადანს წარმოადგენდნენ იმისთვის, რომ პარლამენტში უფრო მეტი ხმა მოიპოვონ. დასამალი არაფერი არ არის და ამას ჩვენც ვიყენებდით. ასე ხდება 1990-იანი წლებიდან მოყოლებული.


პროპორციული სისტემით არჩევისას მიღებული პროცენტული ხმები პარლამენტში სრულად ასახავს ამა თუ იმ ძალის წარმომადგენლობას. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იქ არჩევნები ე.წ. ოლიმპიური სისტემით ტარდება. იქ რომელიმე კანდიდატმა შესაძლოა, 49 პროცენტი მოიპოვოს და პარლამენტში მისი კონკურენტი მოხვდეს. ის 49 პროცენტი დაკარგულია.


ამიტომ, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობდა, მაქსიმალური ძალისხმევა გამოეჩინა ამა თუ იმ კანდიდატის გასაყვანად. ამის შედეგად პარლამენტში ძალთა ბალანსი იცვლებოდა და ბევრი ხმა იკარგებოდა. ეს არ იყო სწორი მიდგომა და ჩვენ ამ სისტემის გაუქმებას ვაპირებდით“-განაცხადა წიკლაურმა.



წყარო: გაზეთი „ახალი თაობა“ 22.07.2015 წ


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930