25-01-2020
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოში მოქმედი ამერიკული კომპანიების საქმიანობაზე ისაუბრა და კონკრეტული კომპანიების - „ფრონტერას“ და „ოპეკის“ მაგალითები მოიყვანა.
„1994 წლიდან ფრონტერა საქართველოში მუშაობს და იმ პერიოდიდან მოყოლებული გვესაუბრებიან გაზისა და ნავთობის დიდ მარაგზე, რომელიც საქართველოში არსებობს. მე შიგნით არ ჩავიხედავ და არ ვიცი ვინ არის მართალი - გაზისა და ნავთობის კორპორაცია თუ ფრონტერა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში იხილება ეს საკითხი. არბიტრაჟი მიიღებს გადაწყვეტილებას და საქართველოს ხელისუფლება იქნება, კონსორციუმი თუ ფრონტერა, იძულებულები იქნებიან იმოქმედონ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მე მადარდებს ის 100 კაცი, რომლებიც ფრონტერამ უხელფასოდ და ულუკმაპუროდ ამუშავა.
მაშ რა საჭიროა ამ საკითხის მაგალითად მოყვანა, თითქოს და ამერიკული კომპანიები საქართველოში შევიწროებულია. დღეისათის საქართველოში 200-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა დარეგისტრირებული და მხოლოდ ერთ კვარტალშ 80 მლნ. დოლარის ინვესტიციები განხორციელდა. საქართველოში საკმაოდ დიდი ინვესტიციით შემოსულია სახელმწიფო ორგანიზაცია „ოპეკი“, რომელიც უკვე თავის ინვესტიციას აწარმოებს ფოთშ და რა თქმა უნდა, იქიდან დივიდენდებიც აქვს. თანამშრომლობის ეს მექანიზმი რაც შექმნა „ოპეკმა“ 15-20 წლებზეა გაწერილი და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.