გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სომხეთში ტურიზმის მთავარ პრობლემად საზოგადოებრივი ტუალეტები და მატყუარა ტაქსისტები გამოცხადდა

26-01-2020

სომხეთში ტურიზმის სფეროს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და როგორც აღმოჩნდა, ამ სფეროს განვითარების მთავარ პრობლემას საზოგადოებრივი ტუალეტები წარმოადგენს. ცხრა იანვარს გამართულ სამთავრობო სხდომაზე ეს საკითხი მოულოდნელად დიდხანს და სერიოზულად განიხილებოდა.


პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყველა იმ რესტორნის და გასამართი სადგურის დაკეტვა შესთავაზა, სადაც ნორმალური ტუალეტები არ არის.


ტუალეტები, როგორც ქვეყნის ცივილიზებულობის მაჩვენებელი


ქვეყნის ყველა მთავრობა ტურიზმს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებდა. არც ახალი, 2018 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებაში მოსული „რევოლუციური მთავრობაა გამონაკლისი.


ამ სფეროში მისი მთავარი მიღწევა ისაა, რომ 2020 წლიდან სომხეთში ლოკოუსტერი ავიაკომპანიების თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა, რამაც, როგორც მოსალოდნელია, ჩამოსული ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.


ამ სფეროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კი საზოგადოებრივი ტუალეტების მდგომარეობა დასახელდა.


ფაშინიანის თქმით, ეს არამხოლოდ ჰიგიენისა და სისუფთავის საკითხია, არამედ ქვეყნის ცივილიზებულობის მაჩვენებელიც:


„როდესაც ხუთსართულიან რესტორანში მოოქროვილ სკამებს ხედავ, შემდეგ კი ტუალეტის კარს აღებ – და თავი უბედურების ზონაში მოხვედრილი გგონია…. უნდა ავკრძალოთ, დავკეტოთ, გავაკოტროთ ყველა ის ბიზნესმენი, ვისაც … ტუალეტებში დამტვრეული და ჭუჭყიანი უნიტაზები უდგას“.


საუბრის ცალკე თემად იქცა გაზგასამართ სადგურებში არსებული სანიტარული კვანძები.


სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა თქვა, რომ სახელმწიფოთაშორის ტრასებზე ყველა გაზგასამართი სადგურის შემოწმების შემდეგ – მათ 80 პროცენტს უკვე ნორმალური სანიტარული კვანძები აქვს.


მთავრობის მეთაურმა მინისტრებს დაავალა ყველა იმ საწარმოს საქმიანობის შეჩერება, რომლებიც დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება.


ტაქსის მძღოლები, რომლებიც ტურისტების მოტყუებას ცდილობენ


ქვეყნის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერის უპრეცედენტო მსჯელობა შეეხო არაკეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებიც ტურისტებისგან, მგზავრობის სანაცვლოდ, არანორმალურად მაღალ ფასს ითხოვენ.


პრემიერ ფაშინიანის წინადადება ასე ჟღერს:


„ტურისტებს უნდა დაურიგდეთ ფურცლები ტაქსისა და სხვა მომსახურების საფასურის მიახლოებითი ჩამონათვალით“.





jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930