27-01-2020
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დღეს დააკავა. ის ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.