გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საფრანგეთი უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

28-01-2020

პირველი თვითმფრინავი, რომლითაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან საფრანგეთის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, პარიზში ხუთშაბათს დაეშვება. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით წერს.


გამოცემის ინფორმაციით, ამ რეისით ქვეყანაში დაბრუნდებიან ისინი, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ. პარიზში დაშვების შემდეგ მათ კარანტინს დაუწესებენ. საფრანგეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვისც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, საგანგებო რეისი მოგვიანებით დაინიშნება. მათ მკურნალობაზე უკვე პარიზში იზრუნებენ.


26 იანვარს უხანიდან მოქალაქეების ევაკუაცია აშშ-მა დაიწყო, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაც იგეგმება.


ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.


ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.


https://imedinews.ge/ge/msoflio/126434/saprangeti-ukhanidan-sakutari-moqalaqeebis-evakuatsias-itskebs


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930