29-01-2020
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკავაძესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა დაცვის წევრებმა დეპუტატს არ მისცეს უფლება პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში შესვლის.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვით მიმართავს თუ რატომ არ შემოუშვეს პარლამეტის შენობაში მალხაზ მაჩალიკაშვილი?, რომელზეც საშვი სწორედ ბოკუჩავამ დაუშვა.
როგორც ბიკუჩავას თალაკვაძის მდივანმა უთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს მთელი დღის განმავლობაში აქვს შეხვედრები და ვერ შეძლებს ბოკუჩავასთან გასაუბრებას.
ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაწვიტა ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის დაუსვას იგივე შეკითვა.
„იქნებ ექს კომუნისტი ვოლსკი უფრო გამბედავი აღმოჩნდეს, ვიდრე მშიშარა, კომკავშირელი თალაკვაძე“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მანამდე კი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.