29-01-2020
„ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი, გუბაზ სანიკიძე, მანამ, სანამ ის „ქართული ოცნების“ სიაში იყო, ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „დარტყმულად“ მოიხსენიებდა, რომელსაც იმერეთში „ნახევარი გუბერნია გალახული ჰყავს.“
გუბას სანიკიძესთან ინტერვიუ ჟურნალმა „სარკემ“ გამოაქვეყნა:
„როგორ გგონიათ, ვინმეს რამე დანაშაული შერჩება? ვისაც ნაყლაპი და ნაჭამი აქვს, ყველაფერს რომ ბოლომდე დააბრუნებენ ეჭვი ხომ არ გეპარებათ? ამიტომ, ასეთ ადამიანებს ფიქრით ღამეები არ სძინავთ. არიან ე.წ. კუკუშნიკები ანუ გუგულის კვეცხები, რომლებიც დღისით ნაცმოძრაობის მხარეს არიან და რომ დაღამდება ჩემთან მოდიან და ერთგულებას მეფიცებიან. ასეთი ადამიანები ამ არჩევნებში (2012წ რედ.) მოსრებიან.
ახლა ასეა: ან იქით ან აქეთ. ის, რომ შუაში ვართ ან მესამე ძალა ვართ - არ არსებობს! მითუმეტეს, ჩვენ ხელში გვიჭირავს ატომური ბომბი - სიმართლე! მათ ხომ ჩვენზე კარგად იციან, რომ დარტყმული პრეზიდენტი ჰყავთ? მიშას აქ (იმერეთი რედ.) ნახევარი გუბერნია გალახული ჰყავს.
გალახული ჰყავს თითქმის ყველა- გუბერნატორები და მერები. ხან პანღურები ურტყა მათ და ხან თავში წაუთაქა.რა უნდა ქნას პანღურამორტყმულმა კაცმა ან თავშიჩარტყმულმა გუბერნატორმა, მიშას დედას რომ აგინებს დილიდან საღამომდე? ასე, რომ ძალა ჩვენს მხარესაა“ - , აცხადებდა გუბაზ სანიკიძე.
წყარო: ჟურნალი „სარკე“ 2012წ. 15 ივლისი
შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ჩააკითხა, მანამ კი ქართული მედიის საშუალებით მას „მოვლენა“ უწოდა.