29-01-2020
ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს შიდა უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და რომელიც მოიცავს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ასევე ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთიანი სისტემის შექმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შიდა უსაფრთხოების კომპონენტზე, როგორც მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე.
„ეს ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, დღესაც, სამუშაო ჯგუფებში ჩვენ შევძლებთ, ჩვენს კოლეგებს დავუდასტუროთ ის პროგრესი და ვისაუბროთ იმ აუცილებელ გეგმებზე, რომლებიც გაგვაჩნია და რომლებსაც ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.