გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული არქივი მერაბ კოსტავას პირადი არქივითა და სხვა მნიშვნელოვანი მასალებით შეივსო

29-01-2020

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2019 წელს 38 817 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 9608 ფოტო, 150 ფონოჩანაწერი და 495 კინოდოკუმენტი შეემატა. მათ შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები.

2019 წელს ეროვნულ საარქივო ფონდს შეემატა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას არქივი - პირადი წერილები და ფოტოები - რომელიც ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.

ამიერიდან არქივში იქნება დაცული რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის მხატვრული ფილმები - „მიახლოება“ და „საფეხური“, რეჟისორ ბონდო შოშიტაიშვილის ანიმაციური ფილმები: „ფაკირი“, „კაცუნები“, „განხეთქილების ვაშლი“, „ალიყური“.

გარდა ამისა, არქივის ფოტოკოლექცია გამდიდრდა ველომოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას ფოტოარქივით, რომელიც 1993-2002 წლებში 200-ზე მეტ ქვეყანაში მის მოგზაურობას ასახავს. ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა ასევე მუსიკოს რუსუდან ხოჯავასა და ისტორიკოს დემურ გურეშიძის პირადი არქივები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და მათი გაცნობა ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებშია შესაძლებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930