გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: მთავარია დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა, რომ მხარი დაგვიჭირონ და არ მოხდეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა

29-01-2020

„დღეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით, არამხოლოდ ჩვენ და უკრაინის დელეგაცია, ბევრი სხვაც ცდილობს, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდეს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ კუთხით საბჭო იყოს პრინციპული და მიიღოს ეს გადაწყვეტილება“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა.

კახა კუჭავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მიზეზი ბევრია, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ყველანაირი შეთანხმების თუ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, ყირიმის ანექსია და იმ ნორმების და წესების დარღვევა, რომელიც ევროპის საბჭოში მოქმედებს.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, რადგან დადგა საკითხი რუსეთის უფლებამოსილების არცნობის არა მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილში, არამედ პროცედურულ ნაწილშიც. მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა, რომ მათ მხარი დაგვიჭირონ და არ მოხდეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა.

სამწუხაროდ, ყველა საბჭოს წევრი ქვეყანა არ იზიარებს ამ პოზიციას და იქნება ძალიან საინტერესო დებატები ამ კუთხით, რომ გადავარწმუნოთ სხვები, თუმცა, ფაქტი არის, რომ ეს ის საკითხებია, რომელიც ადარდებს საბჭოს ძალიან დიდ ნაწილს და ჩვენ ამ კუთხით ვიქნებით ძალიან პრინციპულები. დღეს იქნება, ხვალ თუ ნებისმიერ სხვა დღეს, ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთს მიეცეს საშუალება იფუნქციონიროს იმ ორგანოში, სადაც მისი ადგილი არ არის. გამომდინარე იქედან, თუ რამდენად არაეთიკურად და ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დარღვევით იქცევა არა მხოლოდ ამ უწყების, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც“,-განაცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930