გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უსაფრთხოების გარანტის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციაა

29-01-2020

ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი გახლავთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა-ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობას აბსოლუტურად ღიად აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია, რომ ოკუპაციის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მოლაპარაკებით.

„უსაფრთხოება, მოგეხსენებათ არის ქვეყნის, როგორც ძირითადი მიზანი, ასევე ჩვენი ძირითად გამოწვევაც. შეუძლებელია გამოწვევების გარეშე ვისაუბროთ დღეს უსაფრთხოების კომპონენტზე, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ქართული მიწის 20 პროცენტის ოკუპაციას, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვას 20 პროცენტით ყველა მიმართულებით, ეკონომიკიდან დაწყებული, კულტურით დამთავრებული და რაც მთავარია, ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით. და ამასთან, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი იმაზე, რასაც დღეს ქვეყანაში ჰქვია ოკუპაცია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930