29-01-2020
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მის სავარაუდო გადადგომაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყანაში აქტიური საარჩევნო ფაზა იწყება და ბევრი მსაგავი დასპოილერება იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველო გაიმარჯვებს.
„დასპოილერება მე ხომ არ მომიგონია - ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე ტერმინი. მინდა იცოდეთ, რომ აქტიურ პოლიტიკურ ფაზაში შევდივართ და წერილებიც ბევრი იქნება, სიხარულებიც ბევრი იქნება და დასპოილერებაც ბევრი იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფინალურ ჯამში გაიმარჯვებს ქვეყანა“ - განაცხადა პრემიერმა.