გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობაში“ - აშშ-ს ახალი ელჩი თბილისშია

30-01-2020

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი თბილისშია.


თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ ელჩის თანამდებობა კელი დეგნანმა დაიკავა. ელჩის მოვალეობის შესრულებას ის უახლოეს დღეებში, მას შემდეგ შეუდგება, რაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს.


„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ვიმსახურო და მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობაში. თითქმის 30 წელია ერთად ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის გაძლიერებაში, განათლებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების საკითხებში. ვფიქრობ, რომ საქართველო ბევრ პროგრესს მიაღწია წლების განმავლობაში და გასაკეთებლი ჯერ კიდევ ბევრი რამეა. მოუთმენლად ველი საელჩოში ჩემს გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად დავეხმარო საქართველოს, რომ მიაღწიოს სტაბილურობას, წარმატებას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930