გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევათა 98% ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა დაავადების ექსპორტი ხდება

30-01-2020

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 7 711 შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, შემთხვევათა რაოდენობა სწრაფად იზრდება.


როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის, ევროპის და ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციას ეყრდნობა. მისივე თქმით, დილით ყველაზე განახლებული მონაცემები ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აქვს და მან პრესკონფერენციაზე სწორედ ეს მონაცემები გაახმოვანა.


„ერთი დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა 1 737-ით. გარდაცვლილია 170 ადამიანი. 32 დეკემბრიდან დღემდე დაავადების ექსპორტი მოხდა 11 ქვეყანაში. შემთხვევების სწრაფი ზრდა ფიქსირდება. მიუხედავად იმ ღონისძიებებისა, რასაც ჩინეთის მთავრობა ატარებს, ექსპორტი ხდება. 98 პროცენტი შემთხვევების ჩინეთში ფიქსირდება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


https://www.interpressnews.ge/ka/article/583089-amiran-gamqrelize-koronavirusis-shemtxvevata-98-chinetshi-piksirdeba-tumca-daavadebis-eksporti-xdeba

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031