გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ვის და რატომ დაემუქრა კეზერაშვილი "სისხლის ტბებით"

31-01-2020

ყოფილი ბიზნესმენისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, მესაკუთრისთვის ფოთის პორტის ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამამუშავებელი ბიზნესის წართმევაა.


როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კეზერაშვილმა აღნიშნული ბიზნესის მესაკუთრე, თამაზ ნიჟარაძე 2010 წლის 14 აგვისტოს ე.წ. პიქსელის შენობაში დაიბარა და "სისხლის გუბეების" დაყენების მუქარით ბიზნესის დათმობა და გადაფორმება მოსთხოვა.


თამაზ ნიჟარაძე:


2010 წლის 14 აგვისტოს კეზერაშვილმა დამიბარა და მოითხოვა ფოთის პორტის ნავსადგურში არსებული ჩემი კომპანიების წილების გადაფორმება. მე ამაზე არ დავეთანხმე, რასაც მისი მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა მოჰყვა.


მეუბნებოდა, რომ ეს მისი, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება იყო. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) თანამშრომლები ჩემი სახლის ეზოს გარეთ განლაგდნენ, რომლებიც თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდნენ. საძინებელში რომ მივდიოდი, იქაც კი თანამშრომელი მეჯდა. მივხვდი, რომ მუქარა რეალური იყო, ამიტომ, იძულებული გავხდი, მისთვის ჩემი კომპანიების წილები გადამეფორმებინა.
თუ რამე გამაჩნდა, ყველაფერი წაიღო. 20 წლის ნაშენები ერთ დღეში წაიღეს"-განაცხადა ნიჟარაძემ.


გარდა ამისა, ნიჟარაძე კეზერაშვილს ბრალს სდებს 2013 წლის მაისში ავტომობილის აფეთქებაში. როგორც ნიჟარაძემ აღნიშნა, კეზერაშვილი სხვადასხვა პირების მეშვეობით მას და მის შვილს მუქარას უთვლიდა, რათა პროკურატურისგან და სასამართლოსგან წართმეული ქონების გამო საქმის გამოძიება არ მოეთხოვა.


აღნიშნულთან დაკავშირებით, 2015 წლის 2 ივლისს დავით კეზერაშვილი გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.




წყარო: გაზეთი "ახალი თაობა" 2015 წ. 3 ივლისი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930