„Trace ionternationale-ს კვლევებში საქართვველო კვლავ ლიდერი ქვეყანაა. ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფალი ინდექსით ჩვენი ქვეყანა ევროპაში 18-ე, ხოლო მსოფლიოში 27-ე ადგილზეა, რითაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მოწინავე პოზიცია უკავია. განსაკუთრებით, საპატიოა, რომ საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა ისეთ მნიშვნელოვან აგრეგატში, როგორიცაა "კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისგან თავისუფლება". მსოფლიოში 10-ე, ხოლო ევროპაში 6-ე ადგილი მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.
გარდა იმისა, რომ კვლევის შედეგები პოზიტიურად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ის დასავლური ინვესტიციის მოზიდვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს.
Trace international საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომლის ცენტრალური ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს და ყოვეწლიურად მსოფლიო მასშტაბით რეკეტის რისკისგან და კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.