გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ნიგვზიანში არსებული დაფნისა და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო მხარის რწმუნებულმა მოინახულა

1-02-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მდებარე დაფნისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მოინახულა. ისინი საწარმოს მუშაობას ადგილზე გაეცნენ.

საწარმო 2019 წელს სახელმწიფო პროგრამის „სოფლად ახალგაზრდა მეწარმის ხელშეწყობის“ ფარგლებში 59 ათასი ლარით დაფინანსდა. მეწარმემ ასევე შეღავათიანი აგროკრედიტით 100 ათასი ლარის ოდენობით ისარგებლა.

დაფნის საწარმო 2018 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც 24 ადგილობრივია დასაქმებული. დამფუძნებელი უახლოეს მომავალში საწარმოს გაფართოებას გეგმავს, რაც დამატებით 8 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930