მისი თქმით, ოპოზიცია პროტესტს გააგრძელებს, სანამ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება.
4 თებერვალს პლენარულ სხდომას არ დავესწრებით, ვაგრძელებთ ბოკიოტს. ვაგრძელებთ სახელისუფლებო დაწესებულებების პიკეტირებას. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. შედეგი არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ამას უკვე ითხოვს მთელი მსოფლიო, დაწყებული ამერიკის კონგრესით, დამთავრებული ევროკავშირით. თუ არ დათანხმდება ხელისუფლება, მაშინ მივლენ ჩამოშლილი, ჩამოძონძილი არჩევნებამდე", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ხვალ, 4 თებერვალს საგაზაფხულო სესია გაიხსნება.