მისი თქმით, ცენტრმა უკვე შეუკვეთა ტექნიკური რესურსი, რომელსაც 4 სხვადასხვა წყაროდან 2 დღეში მიიღებს.
მაჩაბლიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსი სიმძიმის მიხედვით საგანგაშო არ არის.
"თეორიები იმის შესახებ რომ კორონავირუსის პირველადი წყარო იქნებოდა ღამურა რჩება. ვირუსის წყარო სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო რომელიმე შუალედური ველური ცხოველი, რომელშიც მოხდა გარკვეული გენეტიკური ცვლილებები, ისეთი, რომ ადამიანი ღამურის ვირუსის მიმართ მიმღები გახდა.
გრიპი სხვა რესპირატორულ ვირუსებისაგან განსხვავებით ასევე აგრესიულია და მისგან გამოწვეული ლეტალობა, ანუ სასიკვდილო შედეგი მთელს მსოფლიოში 1-2% არის ხოლმე. ასე რომ სიმძიმის მიხედვით ეს ვირუსი განსაკუთრებული და საგანგაშო არაა. უბრალოდ ეს არის ახალი დაავადება, მოსახლეობას მის მიმართ არ აქვს ანტისხეულები, არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა და ვაქცინა, სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს, იმ კუთხით, რომ ჯანდაცვის სისტემები დახვდნენ მომზადებული. თუმცა ჩვენ სადიაგნოსტიკო ნაკრებები შეკვეთილი გვაქვს, ისინი 4 სხვადასხვა წყაროდან ჩამოგვივა და სავარაუდოს სამშაბათისთვის დიაგნოსტიკის საშუალება ადგილზე გვექნება ", - განაცხადა ანა მაჩაბლიშვილმა გადაცემაში "ახალი კვირა".
9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი ტიპის დაფიქსირებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. შემთხვევა ჩინეთში, უხანში მოხდა და ეპიდემიის პირველი მსხვერპლი 11 იანვარს დაფიქსირდა.