3-02-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა კიკეთის, შროშის, მცხეთის, შატბერაშვილის, ბერი გაბრიელ სალოსის, არსენ იყალთოელის, ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის, გურამიშვილის გამზირის, ჩუბინაშვილის და გოგოლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება
11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის და ამაშუკელის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 15 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები, 13 საათიდან14 საათამდე ხუდადოვის და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 14:30 საათიდან15:30 საათამდე კი ჩეჩელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.
ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მახათას, მთავარანგელოზის და დმანისის ქუჩების მაცხოვრებლებს, 16 საათიდან 17 საათამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414 დივიზიისდა მუხრანის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 12 საათამდე გლდანის მასივისII და VIმიკრორაიონების მაცხოვრებლებს შეეხება.