გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ ძალიან მყარად და ძლიერი სხვაობით გავიმარჯვებთ არჩევნებში

3-02-2020

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთრში პროპორციული არჩევნების თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, არაფერი არაკანონიერი არ იყო და დეპუტატებმა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პარლამენტში მიიღეს გადაწყვეტილება და წარდგენილ პროექტს არ დაუჭირეს მხარი. კახა კუჭავას თქმით, ეს არ შეიძლება გახდეს არაკანონიერი ქმედებების საფუძველი ოპოზიციის მხრიდან.


მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მყარად და ძლიერი სხვაობით გავიმარჯვებთ არჩევნებში.
„მე არ ვთვლი, რომ იმაზე მეტად უნდა გავაბუქოთ ეს თემა, ვიდრე რეალობაა. ეს არის საქართველოს პარლამენტი და როგორც ყველა პარლამენტში, კონკრეტული კანონპროექტი გამოდის და იქ უკვე დეპუტატები იღებენ გადაწყვეტილებას დაუჭირონ თუ არ დაუჭირონ მხარი. არანაირ არაკანონიერ ქბმედებას აქ ადგილი არ აქვს.


ჩვენ გავეცით პირობა, პირობა ვერ შესრულდა, კანონპროექტი ჩავარდა და ეს მოცემულობა აძლევს ვინმეს საფუძველს რომ არალეგიტიმური გზით მოითხოვოს შეცვლა მთავრობის? ეს არ არის საფუძველი და ვერასოდეს ვერ გაამართლლებს ამას ვერც ერთი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსი. ფაქტია, რომ უკანონობა არ განხორციელებულა და თუ რამე მსგავსი მოხდა, ეს არის ის რისკი, რომელსაც იღებს თავის თავზე მმართველი პარტია და არჩევნებზე  მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად გახდება თუ არა  ეს მიზეზი იმისა, ჩვენ მხარი დაგვიჭიროს თუ არა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მყარად და ძლიერი სხვაობით გავიმარჯვებთ არჩევნებში“,-განაცხადა კახა კუჭავამ.


მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საუბარია არა კანონპროექტის ჩავარდნაზე, არამედ ვადის ცვლილებაზე.


„ის, რომ საუბარია ვადის ცვლილებაზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ევროპარლამენტშიც ცალკე გვიხსენეს ეს. არ ჩაგვიგდია, ესეც კი დეზიფორმაციაა, რომელიც მათთან არის მიწოდებული. ბევრმა პირველად გაიგო, რომ ვადის გადმოტანაზე იყო საუბარი და ის, რომ „ქართული ოცნება„ არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა და კონსტიტუციაში ასახა პროპორციულზე გადასვლა 2024 წლისთვის“,-განაცხადა კახა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930