3-02-2020
„ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ძალიან კარგი ჩანაწერია.კონსენსუსი ნიშნავს ყველა მხარის მიერ დათმობას. შესაბამისად, თუ ჩვენი მხრიდან არის დათმობა, ახლა აუცილებელია პასუხი მივიღოთ ოპოზიციისგან და ამ რეზოლუციის მოწოდებაა, რომ მათაც იფიქრონ იმაზე, რომ აუცილებელია კონსენსუსამდე მისვლა და აუცილებელი დათმობა“,-ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გააკეთა.
მისი თქმით, პროექტის პირველადი ვერსია ითვალისწინებდა, რომ მოწოდება ყოფილიყო, მხარეების შეთანხმებაზე პროპორციულ არჩევნებთან დკავშირებითა. თუმცა,კახა კუჭავას განცხადებით, კომიტეტი, რომელზეც რეზოლუციის ეს ცვლილებები იხილებოდა, დაეთანხმა ირაკლი კობახიძის არგუმენტაციას მხარი არ დაუჭირა ამ ფორმით გასულიყო ეს ნაწილი და საბოლოო ვერსიაში აისახა მოწოდება არა პროპორციულთან დაკავშირებით, არამედ შეთანხმებაზე ყველა მხარის მიმართ.
„დრო საკმაოდ მცირე რჩება, რადგან საკონსტიყტუციო ცვლილებებს თავისი ვადები აქვს. ჩემი აზრით შეთანხმება უნდა მოხდეს თებერვალში და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მეხუთე რაუნდი“,-განაცხადა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.