გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე გიორგი გახარიასთან შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება

3-02-2020

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკი სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული რეფორმების კურსის და ეკონომიკური ზრდის გაგრძელება.

„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტები, განსაკუთრებით კი გაზრდილი ინვესტიციები და დამატებითი სამუშაო ადგილები. საქართველოსთვისაც, ისევე როგორც მისი მსგავსი სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების კურსისა და კერძო სექტორში ეკონომიკური ზრდის გაგრძელება,"- წერს ბონი გლიკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ოფიციალურ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930