გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი - ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ არც ერთ პაციენტს დიდი ალბათობით კორონავირუსი არ აქვს

3-02-2020

ინფექციურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი არც ერთ პაციენტს დიდი ალბათობით კორონავირუსი არ აქვს,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარიანა ეზუგბაიამ განაცხადა.


მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში სამი პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.


მისივე განმარტებით, პაციენტთა მონაცემები კორონავირუსის გამოსარიცხად, ნიდერლანდების სამეფოშია გადაგზავნილი, ანალიზის პასუხი კი ხვალ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.


„ამ ეტაპზე სამი პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მეთვალყურეობას. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკურად გამოჯანმრთელებულები არიან, მაგრამ ჯერჯერობით მეთვალყურეობას გადიან.  ანალიზების პასუხი იქნება სამშაბათს დღის ბოლოს. მათი ანალიზები გადაგზავნილია ნიდერლანებში. დიდი ალბათობით, აქ არც ერთ პაციენტთან კორონავირუსი არ არის. ანალიზის პასუხის მიღების შემდეგ შესაძლებელია, მათ მალევე დატოვონ ჩვენი კლინიკა,” – აცხადებს მარინა ეზუგბაია.


რაც შეეხება სეზონურ გრიპს და მის მიმდინარეობას, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში მიმართვიანობა შემცირებულია.


„ქვეყანში მატების ტენდენცია შემცირებულია. არ არის მატება, სტაბილურია და კლებისკენაა ტენდენცია. მომართვიანობის თვალსაზრისითაც ჩვენთან შემცირებულია რაოდენობა, ვიდრე წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში. საერთოდ წელს სეზონური გრიპის შემთხვევაში მიმდინარეობა არ იყო ისეთი მძიმე, როგორც ჩვენ ვიცით H1N1, რომელსაც ე.წ. ღორის გრიპი ერქვა. გართულებები ნაკლებად გამოვლინდა და გამოჯანმრთელების ხარისხიც უფრო მაღალი იყო“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.


https://1tv.ge/news/infeqciuri-saavadmyofos-samedicino-direqtori-boqsirebul-ganyofilebashi-myof-arc-ert-pacients-didi-albatobit-koronavirusi-ar-aqvs/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930