3-02-2020
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% -სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
მეორე ტურიდან დასკვნით ტურში 700-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა სიგელი.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისათვის ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყო და 12 იანვარს დასრულდა. ოლიმპიადის პირველი ტური კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით უშუალოდ სკოლებმა ჩაატარეს და მასში 26 000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. მესამე, დასკვნითი ტური თებერვლის ბოლოს გაიმართება.