გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

3-02-2020

ჩინეთის ქალაქ ჰარბინში კორონავირუსით დაავადებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. პაციენტი მშობიარობის დროს ორსულობის 38-ე კვირაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ECNS ავრცელებს. 


30 იანვარს ექიმებმა მისთვის საკეისრო კვეთით მშობიარობა გადაწყვიტეს, რადგან ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. 


ახალდაბადებული ბავშვი 3.05 კილოგრამს იწონის. ექიმებმა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპგარის 10-ქულიან შკალაზე 10 ქულით შეაფასეს. 

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და 3 თებერვლის მონაცემებით 361 ადამიანს მიაღწია. 


https://imedinews.ge/ge/tabloidi/126839/chinetshi-koronavirusit-daavadebulma-qalma-janmrteli-bavshvi-gaachina

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031