3-02-2020
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გააგრძელებს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „სირცხვილის დერეფნების“ გავლა მოუწევს.
დეკანოიძის განმარტებით, ოპოზიციის გეგმები არ შეიცვლება, ვიდრე ხელისფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების დაკვეთას არ შეასრულებს.
„ყველა იმ ადამიანმა, ვინც მიდის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რასაკვირველია უნდა გაიაროს სირცხვილის დერეფნები. მე ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის მსახურებს.
აქციები გაგრძელდება, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს არ ესმის არც საერთაშორისო პარტნიორების ხმა, არც საქართველოს მოქალაქეების ხმა, ამიტომ რასაკვირველია" ქართული ოცნება" თავისი პატრონით უნდა ვაიძულოთ, რომ გაიგოს საქართველოს მოქალაქეების ხმა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების ისევ გააქტიურება, საგაზაფხულო სესიის გახსნას უკავშირდება.