გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

4-02-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ხარაძის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე წყაროთ უბნის დასახლების, გლდანისIII, V მიკრორაიონების(ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის, კალოუბნის (გლდანი), იაკობის და მუხის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე იონა მეუნარგიას დაზაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10:30 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას თემქის დასახელების XI მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, ზღვისუბნის დასახლებია XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, გურამ ქუთათელაძის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლები.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის(ნაწილობრივ), საექიმოს, ავშნის და სოფო მგელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე კი რუსთავის გზატკეცილის, მაჭავარიანის და სადგურის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930