4-02-2020
დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სწორად არ მიაჩნია ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნება.
„როგორც კი დასახელდა შოთაძის გვარი, გასაგები იყო, რომ ხელახლა დაბრუნდებოდა მთავარი პროკურორის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც საპროკურორო მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და სამართალშიც კარგი პროფესიონალია, მან თავად დატოვა თანამდებობა, თან ისეთ ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ძალიან დიდ აღშფოთებას“, – აცხადებს ჩუგოშვილი.