4-02-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღომი I, III მიკრორაიონების, ტარიელის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, ნიკოლოზ ჩხეიძის, გრიშაშვილის, გორგასალის, კალანდაძის, ნადიკვარის, კრწანისის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, ბერძნის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე კი ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, III კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის, ურეკის, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, 13 საათიდან 17 საათამდე ელბაქიძის აღმართის, ვერეს დაღმართის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის და ამაშუკელის ქუჩების მაცხოვრებლები.