გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: წარმოდგენილი კანდიდატებიდან დღეს პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებს ყველაზე კარგად სწორედ შოთაძე გაუმკლავდება

4-02-2020

„წარმოდგენილი კანდიდატებიდან დღეს პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებს ყველაზე კარგად სწორედ შოთაძე გაუმკლავდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი წერს.


„ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად შესაძლო დაბრუნების პერსპექტივა რამდენიმე კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი:


1 - მან თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე არის მისაყვანი.ანუ პასუხისმგებლობას იღებს, რომ განცხადებები, რომლებიც ელოდება თავის ბედს, სასწრაფო ტემპში უნდა განიხილონ და ყველა დანაშაული, რაც იყო სისტემური პრობლემა, იყოს გამოძიებული. ალბათ, ეს არის უმთავრესი გამოწვევა.


2 - სისტემას აუცილებლად სჭირდება ავტორიტეტული ხელმძღვანელი.ლიდერი, რომელიც პროკურორებისთვის იქნება სამაგალითო. ირაკლი შოთაძე, როგორც ამ სისტემის განუყოფელი ნაწილი, ამ ორივე კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს, რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია.


3 - გენერალურ პროკურორად მისი მუშაობის პერიოდში დაიწყო ძალიან ბევრი საჭირო რეფორმა, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით.ეს რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი და სწორედ იმ ადამიანმა უნდა მიიყვანოს ბოლომდე, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ რეფორმების დაწყებას.


4 - ობიექტურად უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან დღეს, პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებს ყველაზე კარგად სწორედ შოთაძე გაუმკლავდება.


5 - თავის დროზე, თანამდებობის დატოვებით მან დაადასტურა, რომ არანაირი პირადი დაინტერესება არ ჰქონდა ხორავს ქუჩის საქმეში და ღირსეული გადაწყვეტილებით ბევრ კითხვას გასცა პასუხი. ასე რომ, ვფიქრობ მისი დაბრუნება მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება როგორც პროკურატურის სისტემას, ასევე ქართულ მართლმსაჯულებას“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930