გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში

8-03-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქალბატონებს 8 მარტის დღესასწაულს ულოცავს. 
როგორც პრემიერი აცხდებს, საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში.

„უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს, ვუსურვებ თითოეულ მათგანს ბედნიერებას და დიდ წარმატებას.
ჩვენდა საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა მეფე თამარი. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა იშვიათობა იყო, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას უკვე ჰყავდა პოლიტიკური პარტიისა და დამფუძნებელი კრების წევრი ქალები. წელს, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს აღვნიშნავთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე და ანა სოლოღაშვილი - პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოებრივ საქმეში“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031