5-02-2020
ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი.
მიმდინარე წლის 5 თებერვალს გზები გაიწმინდა სოფელ კომანდელში, სომიწოსა და ქალაქ ონში.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გზებზე სადაც ხდება სასკოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
გზების წმენდის სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირადად მოინახულა.