გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო კილაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს

5-02-2020

უმრავლესბოს დეპუტატი, სოფიო კილაძე აცხადებს, რომ უცნაურია რატომ გიკვირთ უმრავლესობა 10 საათზე რომ იკრიბება.

 

კილაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაში ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს.


„ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაში ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს.

 

სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაურია, რომ გიკვირთ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა 10 საათზე რომ იკრიბება, რათა განიხილოს გარკვეული საკითხები. რა შუაშია ოპოზიცია, როცა ჩვენ უამრავი თემა გვაქვს განსახილველი. ზუსტად ახლა ვსაუბრობდით „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია და 2020 წლის 1-ელ ივნისისთვის უნდა მოვასწროთ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზურნველყოფს იმას, რომ სისტემის მუშაობა დაიწყოს 1-ელი ივნისიდან. ვისაუბრეთ დასაქმების თემაზე და ვმუშაობთ დასაქმების აქტზე. ძალიან მალე გამოვიტანთ განსახილველად და კიდევ უამრავი თემაა", - განაცხადა კილაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930