გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობის" წინაშე პასუხის გასაცემი ნამდვილად არ გვაქვს - მამუკა მდინარაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება

5-02-2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წინაშე პასუხის გასაცემი ნამდვილად არ გვაქვს არაფერი, თავი დაანებობ საზოგადოების სახელით ლაპარაკს.


„რატომღაც გვეუბნებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტებს რაღაც პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ მათ კი არ უნდა გავცეთ პასუხი, არამედ პასუხი უნდა გავცეთ ხალხს. თუ „ქართული ოცნების" მხრიდან რაიმე გადაწყვეტილება ვერ შესრულდა, ეს არის ხალხის განსასჯელი. ხალხი ამას განსჯის არჩევნებზე. თუკი ეს გადაწყვეტილება მტკივნეულად მიიღო საზოგადოებამ და საზოგადოების ინტერესი შეილახა, ხალხი არჩევნებზე გასცემს ამაზე პასუხს. „ნაციონალური მოძრაობის" წინაშე პასუხის გასაცემი ნამდვილად არ გვაქვს არაფერი. ხალხის სახელით ისინი ნუ ლაპარაკობენ. საზოგადოება თავის სიტყვას ამბობს დემოკრატიულ არჩევნებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად არის უზრუნველყოფილი საქართველოში. ამიტომ თავი დაანებობ საზოგადოების სახელით ლაპარაკს. საზოგადოება თავის სიტყვას თვითონ იტყვის“,- განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930