5-02-2020
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ დღეისთვის პიკეტირების პროცესი დასრულებულია, თუმცა პროტესტი გაგრძელდება.
უდუმაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ „სირცხვილის დერეფნების“ მოსაწყობად, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შეიპარნენ.
„ივანიშვილის მმართველობა დასრულდება, რადგან ვერც ერთი ხელისუფლება ვერ აღდგომია წინ ხალხის ნებას. ყველაფერი იმაზე მალე დასრულდება, ვიდრე ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ჰგონია. ჩვენი ერთად ყოფნით, გამძლეობით, მეგობრების მხარდაჭერით მივაღწევთ იმას, რომ ჩატარდება პროპორციული არჩევნები. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ დილიდან, რათა სირცხვილის დერეფანი გაგვეკეთებინა, თუმცა შეიპარნენ პარლამენტში.“ ,- განაცხადა უდუმაშვილმა.