5-02-2020
სტამბოლში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელთა შორის ქართველი, „კანონიერი ქურდი" გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოვიჩია".
დაჯგუფება, რომელსაც ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა „კანონიერი ქურდის" ნადირ სალიფოვის, იგივე „ლოტი გულის" ლიკვიდაციას გეგმავდა.
დაკავებულთა შორის 3 უკრაინელი, 8 აზერბაიჯანელი, 4 ქართველი და 1 რუსეთის მოქალაქეა. გასული წლის აგვისტოში გურამ ჩიხლაძეზე თავდასხმა მოხდა, რაშიც მან ნადირ სალიფოვი დაადანაშაულა.