გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში კორპუსიდან ორი მუშა გადავარდა, ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა

5-02-2020

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მშენებლობაზე დასაქმებული ორი პირი გადმოვარდა. ერთი მათგანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.


დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პირველი სამედიცინო ცენტრის ექიმის ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.


„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სიმაღლიდან ვარდნის გამო, როგორც ამბობენ, მერვე სართულიდან არის 26 წლის მამაკაცი გადმოვარდნილი. მიღებული აქვს სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, გულმკერდის დახურული ტრავმა, ასევე აქვს ბარძაყის მოტეხილობა.”, - განაცხადა ექიმმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930