"არის სიმაღლიდან ვარდნა, სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის ქალა ტვინის ტრავმაა, სუბარახნოიდული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის შეშუპება, გულ-მკერდის ტრავმა, პნევმოთორაქსი, ხერხემლის დაზიანებაა განივი მორჩების, ბარძაყის ძვალი მოტეხილია, საჯდომი მოტეხილია. პაციენტი ამ ეტაპისთვის არის უკიდურესად მძიმე და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე, არის შოკური მდგომარეობა. მიმდინარეობს სასიცოცხლო პარამეტრების სტაბილიზაცია," - აცხადებს ექიმი ხათუნა ხუფენია.
წინასწარი ინფორმაციით მშენებლობის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. შრომის ინსპექციის განმარტებით, ადგილი აქვს არა ერთ კრიტიკულ დარღვევას და იმავე წყაროს ინფორმაციით, გადამზიდი მოწყობილობა, რითიც მძიმე ტვირთების გადაზიდვა ხდებოდა, კუსტარულად იყო დამზადებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით აღიძრა, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ცნობისთვის, საცხოვრებელი კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადავარდა. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა.