5-02-2020
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მომხდარი ინციდენტი, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილი „იმედის“ გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა, განაცხადა, რომ მედია შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ მედია არის მედია და ბუნებრივია, მასზე თავდასხმა არასოდეს არის კარგი.
„მე ბატონი მალხაზის ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და რთულია მისი განსჯა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის ამ ხელისუფლებამ ჩააგდო“ ,- განაცხადა უდუმაშვილმა.