მისი თქმით, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები თანასწორობის პრინციპს, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას უნდა ეფუძნებოდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი "მზად არის მნიშვნელოვანი დიალოგისთვის ამერიკულ მხარესთან, მათ შორის შეიარაღების კონტროლის, სტრატეგიული სტაბილურობის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონალური კრიზისების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში".
”ჩვენთვის აშკარაა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ნორმალური, კონსტრუქციული მიმართულების ფარგლებში დაბრუნება არა მხოლოდ რუსეთისა და აშშ-ს, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესების დაცვაა,”-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.