5-02-2020
პროფკავშირების გაერთიანების წევრები, დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კომპანია "ფრონტერას" გათავისუფლებული თანამშრომლები, ხვალ თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და "ფრონტერას" თბილისის ცენტრალური ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობას გამართავენ, სადაც აქცია იგეგმება.
პროფკავშირები და დათხოვნილი თანამშრომლები კომპანიისგან 11 თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.
მსვლელობა უნივერსიტეტიდან 13:00 საათზე დაიწყება.